(GE)ევროკავშირის 2023 წლის რეგულაციები ღვინის ეტიკეტებთან დაკავშირებით: ი ნსტრუქტაჟი ღვინის მეწარმეებისთვის
2023 წლის 8 დეკემბრიდან, ევროკავშირის ბაზარზე არსებულ ღვინოზე უნდა გამოისახოს ახალი მონაცემები ინგრედიენტებთან დაკავშირებით. ამ ინსტრუქტაჟში ავხსნით ყველაფერს, რაც საჭიროა პროდუქტის რეგულაციებთან შესაბამისობისთვის, მათ შორის - QR კოდებსაც.
ბოლოს განახლდა: 2023 წლის 26 მაისს.
2023 წლის 8 დეკემბრიდან, ნებისმიერი ღვინო, რომელიც იყიდება ევროკავშირში და არ იყო წარმოებული და ეტიკეტირებული ამ თარიღამდე, ექვემდებარება ეტიკეტირების ახალ წესებს. ამ სტატიაში შეჯამებულია ეს ახალი წესები და ასევე ვპასუხობთ ხშირად დასმულ კითხვებს, რომელსაც Scantrustღებულობს ღვინის მეწარმეებისგან.
წაიკითხეთ ეს სტატია, თუკი:
ხართ ღვინის მეწარმე და ყიდით ღვინოს ევროკავშირში;
ხართ ღვინის დისტრიბუტორი, რომელიც უზრუნველყოფს ღვინის ეტიკეტირებასა და გაყიდვას ევროკავშირში;
ხართ ეტიკეტების წარმოებელი, რომელიც მუშაობს ევროკავშირში გაყიდვად ღვინოებთან.
2023 წლის 8 დეკემბრის შემდგომ, ნებისმიერ ღვინოზე, რომელიც არ იყო წარმოებული და ეტიკეტირებული ამ თარიღამდე, გამოსახული უნდა იყოს ინფორმაცია ინგრედიენტებთან, ალერგენებთან, ენერგიულ და ნუტრიციულ ფაქტორებთან დაკავშირებით, ევროკავშირის (EU) 2021/2117 რეგულაციის მიხედვით.
მონაცემები ალერგენებისა და სხვა მავნე შემადგენელი კომპონენტების შესახებ უნდა ჩანდეს პროდუქციაზე ან მასზე ფიზიკურად მიმაგრებული უნდა იყოს. სხვა საჭირო მონაცემები, როგორიცაა ინგრედიენტები, შეიძლება გამოსახული იყოს ელექტრონულად, მაგ. QR კოდის მეშვეობით.
ისეთი პროდუქტი, რომელიც არ ექვემდებარება ამ წესებს, ამოღებული უნდა იყოს ევროკავშირის ბაზრიდან და, შესაძლოა, კანონის თანახმად ექვემდებარებოდეს ჯარიმებსაც. იხილეთ ევროკავშირის კანონი 1306/2013, მე-4 თავი, 89-ე მუხლი.
რა არის რეგულაციებთან დაქვემდებარების ბოლო ვადა?
ღვინო, რომელიც „წარმოებული და ეტიკიტერებულ იქნა“ 2023 წლის 8 დეკემბრამდე არ ექვემდებარება მოცემულ წესებს და დაშვებულია მისი გაყიდვა ევროკავშირის ტერიტორიაზე ამ თარიღის შემდეგაც, სანამ არ ამოიწურება მისი მარაგი.
„წარმოების“ ოფიციალური განმარტება ჯერ-ჯერობით არ გამოუქვეყნებიათ. ამ ეტაპზე, მეღვინეობის ინდუსტრიის ამ ტერმინის ინტერპრეტაცია, კანონის კონტექსტში, არის „კასრში ფერმენტაციის დასრულება“. თუკი გამოაქვეყნებენ ოფიციალურ განმარტებას, ამ სტატიაშიც აისახება ეს ცვლილება.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ღვინო არ ექვემდებარება ევროკავშირის ეტიკეტირების წესებს?
ღვინო, რომელიც არ ექვემდებარება ახალ რეგულაციებს, შესაძლოა, ამოღებულ იქნას ბაზრიდან და დაისაჯოს ადმინისტრაციული ჯარიმებით ევროკავშირის 1306/2013რეგულაციის მე-4 თავის, 89-ე მუხლის თანახმად.
ინსპექციისა და კანონის აღსრულების პასუხისმგებლობა ეკისრება ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანას.
რა ინფორმაცია უნდა იყოს ასახული თვით ღვინის ეტიკეტზე და რისი ჩვენებაა დაშვებული URL-ით ან QR კოდით?
ენერგეტიკული ინფორმაცია, ა.შ.შ-ში კალორიების დეკლარაციის მსგავსად, გამოსახული უნდა იყოს ღვინის ეტიკეტზე “E” სიმბოლოს მეშვეობით, პროდუქტის 100 მლ-ის გათვალისწინებით.
ყველა პოტენციური ალერგენი გამოსახული უნდა იყოს ღვინის ეტიკეტზე ტერმინის ქვეშ – „შეიცავს“. შეგიძლიათ იხილოთ ცნობილი ალერგენებისა და სხვა პოტენციურად მავნე ნივთიერებების სია და მათი აღწერის წესი აქ – ევროკავშირის რეგულაცია 1169/2011, მე-9 მუხლის პირველ(გ) ქვეთავში.
ინგრედიენტებისა და ნუტრიციული მონაცემებიც უნდა იყოს ასახული, მაგრამ ეს მონაცემები შეგიძლიათ გამოსახოთ QR კოდით ან URL-ით ღვინის ეტიკეტზე, რომელიც მომხარებელს უჩვენებს ვებგვერდს, სადაც გამოსახულია ეს ინფორმაცია.
გაითვალისწინეთ, რომ ‘ელექტრონულ ეტიკეტში’ არ უნდა იყოს გამოსახული მარკეტინგული ან სხვა ინფორმაცია, რომელიც ხელს უწყობს პროდუქციის გაყიდვებს. გაყიდვებთან და მარკეტინგთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოსახვა ინგრედიენტებსა და ნუტრიციული მონაცემების გვერდით წარმოადგენს რეგულაციის დარღვევას.
ნუტრიციული და ენერგეტიკული მონაცემების გამოსახვის შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად, მაგ. როგორ უნდა გამოვთვალოთ ენერგეტიკული ღირებულება და დავალაგოთ ალერგენები წესების მიხედვით, იხილეთ ეს ინსტრუქტაჟი.
რა ენაზე უნდა იყოს გამოსახული ეს ინფორმაცია?
კანონის მიხედვით, ზემოთ ხსენებული მონაცემები გამოსახული უნდა იყოს ევროკავშირის ოფიციალურ ენაზე, რათა მარტივად გასაგები იყოს მყიდველისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეძლევათ უფლება, დააკონკრეტონ, თუ რომელ ენაზე უნდა იყოს გამოსახული ელექტრონული ეტიკეტები.
დაშვებულია ვებგვერდების შექმნა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული ღვინოების შესახებ ჩემი ბრენდის საიტზე?
ეს მიდგომა შეიცავს გარკვეულ რისკებს.
პლატფორმების უმეტესობა, რომლებიც გამოიყენება საიტების შესაქმნელად, შეიცავენ მყიდველების შესახებ ინფორმაციის შემგროვებელ პროგრამებს, რაც აკრძალულია კანონის თანახმად. იხილეთ 2021/2117, მუხლი 16ა (32) (გ)მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად.
გარდა ამისა, კანონის თანახმად, გაყიდვებთან ან მარკეტინგთან დაკავშირებული ინფორმაცია არ უნდა იყოს ასახული მსგავს გვერდებზე.
ასევე, ეს მონაცემები ასახული უნდა იყოს ევროკავშირის ოფიციალურ ენაზე, რათა მარტივად გასაგები იყოს მომხმარებლისთვის.
ასეთ შემთხვევაში, ყველაზე კარგი გამოსავალი არის სპეციალიზირებული პროგრამა, რომელიც „ასუფთავებს“ ასეთ ვებგვერდებს და ტოვებს მხოლოდ საჭირო ინფორმაციას.
თუკი ვიყენებ ციფრულ ეტიკეტს, შემიძლია მასზე მივუთითო ჩემი ვებგვერდი?
როდესაც ღვინის მეწარმე მისი პროდუქციისთვის ქმნის QR კოდებსა და ელექტრონულ ეტიკეტებს პროგრამების მეშვეობით, ხშირად სურთ, მიუთითონ ლინკები ამ ელექტრონულ ეტიკეტებზე, რათა მომხმარებელმა მარტივად იპოვოს მათი პროდუქცია ბრენდის ოფიციალურ საიტზე.
წესებში მკაფიოდ ახსნილი არაა, დაშვებულია თუ არა ან როგორ უნდა აისახოს ღვინის მეწარმის ოფიციალური საიტის ლინკი ისე, რომ არ დაარღვიოს წესები: 1) მარკეტინგული ინფორმაციის გამოსახვის შესახებ; და 2) რომ არ უნდა მოხდეს მომხმარებლების მონაცემების შენახვა.
ჩვენ რამდენადაც ვიცით, მეღვინეობის ასოციაციები სხვადასხვანაირ რჩევებს იძლევიან ამის შესახებ.
გაითვალისწინეთ – ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ რეგულატორებთან და აუცილებლად განვაახლებთ ამ სტატიას მეტი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში.
რა უპირატესობებია, თუკი გამოვსახავთ ღვინის ინგრედიენტებს QR კოდის მეშვეობით?
ღვინის მეწარმეები ირჩევენ QR კოდებს შემდეგი უპირატესობის გამო:
შესაძლებელია მათი ავტომატური თარგმნა შესაბამის ენაზე, იმის და მიხედვით, თუ სად ხდება მათი სკანირება.
შესაძლებელია ეტიკეტებში ცვლილებების შეტანა რეალურ დროში და ნებისმიერი პრობლემის ან ხრიკის მყისიერი აღმოფხვრა ეტიკეტების შექმნის შემდეგაც.
თავიდან იცილებთ დიდ ცვლილებებს ფიზიკურ ეტიკეტებთან დაკავშირებით.
შესაძლებელია სხვადასხვა მონაცემების გამოსახვა იმის და მიხედვით, თუ სად იმყოფება მომხარებელი ღვინის სკანირების მომენტში; მაგალითად, ევროკავშირში მყოფი მომხმარებელი დაინახავს კანონის შესაბამის ელექტრონულ ეტიკეტს, ხოლო ამერიკელი დაინახავს მარკეტინგულ მონაცემებს. ამისთვის საჭიროა დინამიკური QR კოდები.
ეხება თუ არა ეს რეგულაცია ლუდებსა და სპირტებს?
ეს რეგულაცია არ ეხება ლუდებსა და სპირტებს. მიუხედევად ამისა, სპირტის ზოგიერთმა მწარმოებელმა, როგორიცაა პერნოდ რიკარდი, თვითნებურად გადაწყვიტანუტრიციული მონაცემების გამოსახვაQR კოდების მეშვეობით.
ეხება თუ არა ეს რეგულაცია ალკოჰოლის დაბალი დონის შემცველ ან დეალკოჰოლიზებულ ღვინოს?
Wines that have had their alcoholic content lowered or “de-alcoholized” through a process are included in the same regulations as for normal, alcoholic wines, though there are some distinctions depending on the amount of alcohol included in the beverage.
ისეთი ღვინოები, რომლებსაც ალკოჰოლის დაბალი შემცველობა აქვთ ან დეალკოჰოლიზაცია გაიარეს, იმავე რეგულაციებს ექვემდებარებიან, რაც ჩვეულებრივი ღვინოები. თუმცა, არსებობს გარკვეული ნიუანსები ღვინის კონკრეტული ალკოჰოლური შემადგენლობის მიხედვით.
ტერმინი „დეალკოჰოლიზებული“ გამოყენებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ ალკოჰოლის შემადგელობა არ აღემატება 0.5%-ს. ამის გამოსახვა შეიძლება ციფრულადაც. ტერმინი „ნაწილობრივ დეალკოჰოლიზებული“ გამოყენებული უნდა იყოს მაშინ, როდესაც ალკოჰოლის შემადგელობა აღემატება 0.5%-ს, მაგრამ ნაკლებია ამ კატეგორიის ალკოჰოლურ შემცველობაზე დე-ალკოჰოლიზაციის შემდგომ. გარდა ამისა, თუკი ღვინოს ალკოჰოლური შემადგენლობა ნაკლება 10%-ზე, მაშინ გამოსახული უნდა იყოს მინიმალური ვარგისიანობის ვადაც, რომლის გამოსახვა შესაძლებეულია „ელექტრონული საშუალებებითაც“.
შეჯამება
მოდით, შევაჯამოთ:
ნებისმიერი ღვინო, რომელიც იყიდება ევროკავშირში და არ იყო წარმოებული და ეტიკეტირებული 2023 წლის 8 დეკემბრამდე, უნდა შეიცავდეს ალერგენულ, ენერგეტიკულ, ნუტრიციულ მონაცემებს და ინფორმაციას შემადგნელობის შესახებ ეტიკეტებზე.
ინფორმაცია მავნე კომპონენტების, ალერგენების და ენერგეტიკული ღირებულობის შესახებ უნდა დაიბეჭდოს ფიზიკურად, ღვინის ბოთლზე. ინფორმაცია ინგრედიენტებისა და ნუტრიენტების შესახებ შესაძლოა აისახოს QR კოდის ან ლინკის მეშვეობით.
QR კოდი ან ლინკი არ უნდა შეიცავდეს მარკეტინგულ ინფორმაციას და არ უნდა ინახავდეს მომხმარებლების მონაცემებს.
QR კოდებს მრავალი უპირატესობა აქვთ. ისინი ამარტივებენ კანონთან შესაბამისობის პროცესს, ასევე უფრო იაფი და სანდოა.
* პოტენციური ალერგენების სია, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს ასახული ღვინის ბოთლზე, თუკი პროდუქტი შეიცავს მათ:
მავნე პროდუქტებისა და ალერგენების სია. (1); (a) გლუტენის შემცველი მარცვლეული, მაგალითად: ხორბალი, ჭვავი, ქერი, შვრია, კამუტი, სპელტი ან მათი ჰიბრიდული ფორმები და მათი პროდუქტები, გარდა შემდეგისა: (a) ხორბალზე დაფუძნებული გლუკოზის სიროფები გარდა დექსტროზისა (1); (b) ხორბალზა დაფუძნებული მალტოდექსტრინები; (1); (c) ქერიზე დაფუძნებული გლუკოზის სიროფები; (d) ალკოჰოლის დისტილატების წარმოქმნაში გამოყენებული მარცვლეული, მათ შორის აგრიკულტურული წარმოშობის ეთილის ალკოჰოლი; 2. კიბოსნაირები და მათი პროდუქტები; 3. კვერცხები და მათი პროდუქტები; 4. თევზები და მათი პროდუქტები, გარდა შემდეგისა: (a) თევზის ჟელატინი, რომელიც გამოიყენება ვიტამინების ან კარეტინოიდების მტარებლის სახით; (b) თევზის ჟელატინი, რომელიც გამოიყენება ლუდის ან ღვინის რაფინირების აგენტის სახით; 5. არაქისი და მისი პროდუქტები; 6. სოიას მარცვლები და მისი პროდუქტები, გარდა შემდეგისა: (a) სოიას სრულიად რაფინირებული ზეთ და ცხიმი; (1); (b) ნატურალური შერეული ტოკოფეროლები (E306), ნატურალური D-ალფა ტოკოფეროლი ნატურალური D-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი და ნატურალური D-ალფა ტოკოფეროლის სუქცინატი სოიას მარცვლებიდან; (c) ბოსტნეულის ზეთები, ფიტოსტეროლები და ფიტოსტეროლების ესტერები სოიას მარცვლებიდან; (d) მცენარეული სტანოლის ესტერი წარმოებული ბოსტნეულის ზეთების სტეროლებიდან, სოიას მარცვლებისგან; 7. რძე და მისი პროდუქტები (მათ შორის ლაქტოზაც), გარდა შემდეგისა: (a) ალკოჰოლის დისტილატების შექმნაში გამოყენებული რძის შრატი, მათ შორის აგრიკულტურული წარმოშობის ეთილის სპირტი; (b) ლაქტიტოლი; 8. თხილი, ძირითადად: ნუში (Amygdalus communis L.), თხილის კაკალი (Corylus avellana), კაკალი (Juglans regia), აკაჟუ (Anacardium occidentale), პეკანი (Carya illinoinensis (Wangenh.) K. Koch), ბრაზილიური კაკალი (Bertholletia excelsa), ფსტა (Pistacia vera), მაკადამია ან ქვინსლენდის თხილი (Macadamia ternifolia), და მათი პროდუქტები, გარდა იმ თხილისა, რომელიც გამოიყენება ალკოჰოლური დისტილატების შექმნაში, როგორიცაა აგრიკულტურული წარმოშობის ეთილის ალკოჰოლი; 9. ნიახური და მისი პროდქუტები; 10. მდოგვი და მისი პროდუქტები; 11. სესამის მარცვლები და მისი პროდუქტები; 12. გოგირდის დიოქსიდები და სულფატები, რომელთა კონცენტრაცია აღემატება 10 მგ/კგ-ს ან 10 მგ/ლიტრს ჯამური SO2-ის მიხედვით, რომელიც გამოთვლილი და დადგენილი იყო მწარმოებლის ინსტრუქციების მიხედვით, მოხმარებისთვის გამზადებული პროდუქტისთვის 13. ხანჭკოლა და მისი პროდუქტები; 14. მოლუსკი და მისი პროდუქტები.
ყურადღება! ამ სტატიაში არ შედის იურიდიული რჩევები ან სიზუსტის რაიმე გარანტია. ყოველთვის გადაამოწმეთ ოფიციალური სახელისუფლებო წყაროები და ევროკავშირის რეგულაციები.