(GE)QR კოდების გამოყენება ისე, რომ დავექვემდებაროთ ევროკავშირის ახალ კანონებ(GE)ს ღვინის ეტიკეტებთან დაკავშირებით
ღვინის გლობალურ ბრენდებს უწევთ, დაექვემდებარონ ეტიკეტირების ახალ რეგულაციებს, რომლებიც შეეხება ევროკავშირის ტერიტორიაზე გაყიდვად ღვინოებს, დაწყებული 2023 წლიდან. ჩვენ დეტალურად აგიხსნით, თუ რა უნდა გააკეთოთ, რათა დაექვემდებაროთ ამ კანონებს QR კოდებისა და ციფრული ეტიკეტების გამოყენებით.
ეტიკეტირების ახალი წესებში ახსნილია, რომ ნებისმიერი ღვინის ბოთლზე, რომელიც წარმოებული და ეტიკეტირებული იყო 2023 წლის 8 დეკემბრის შემდეგ, გამოსახული უნდა იყოს ინგრედიენტები, ნუტრიციული მონაცემები და სხვა დეტალები, რაც შესაძლებელია ფიზიკური ეტიკეტებით ან ელექტრონულად, მაგ. QR კოდებით ან ციფრული ეტიკეტებით.
ამ სტატიაში მოცემულია ინსტრუქტაჟი, თუ როგორ უნდა დავექვემდებაროთ ამ კანონებს QR კოდებისა და ციფრული ეტიკეტების გამოყენებით. იგი დაფუძნებულია ჩვენს თანამშრომლობაზე ღვინის როგორც დიდ, ისე მცირე მეწარმეებთან, მაგ. რემი კოინტრო, შლუმბერგერი, დელიკატო, კონტინუუმი და სხვები.
ევროპულ ღვინოზე QR კოდების გამოყენების 4 ეტაპი
ღვინის მეწარმეები დიდწილად არჩევენ QR კოდებსა და ციფრულ ეტიკეტებს ამ კანონებთან დაქვემდებარების მიზნით, ორი ძირითადი მიზეზის გამო:
დინამიკური QR კოდების გამოყენებით, თავიდან ირიდიბენ დიდ ხარჯებს, რაც დაკავშირებულია ფიზიკური ეტიკეტების ცვლილებებთან
უკვე შესაძლებელია QR კოდების ეტიკეტებზე დაბეჭდვაც, ასევე შესაძლებელია ვებგვერდების (ციფრული ეტიკეტების) შეცვლაც რეალურ დროში, საჭიროებისამებრ.
ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ ციფრული ეტიკეტების პროგრამებზე, რომლებიც გვეხმარებიან QR კოდებისა და სხვა ციფრული ელემენტების შექმნაში.
ბრენდები, რომლებიც იყენებენ QR კოდებს, რათა დაექვემდებარონ ახალ კანონებს, გადიან ამ 4 ეტაპს:
ღვინის მონაცემების ორგანიზება მონაცემთა ბაზაში ან ელექტრონულ ცხრილში.
ღვინის მონაცემების შეყვანა ციფრული ეტიკეტირების პროგრამაში.
QR კოდების შექმნა და ჩაწერა დაბეჭდილ დიზაინზე გამოყენების მიზნით.
QR კოდების შემცველი ეტიკეტების შექმნა რათა დაიბეჭდოს ღვინოზე.
ზემოთ ხსენებული პროცესი მეორდება ყოველწლიურად, მიმდინარე წლის განმავლობაში შექმნილი ნებისმიერი ღვინის შემთხვევაში, რომელიც გაიყიდება ევროკავშირში.
როგორ მოვიქცე იმ შემთხვევაში, თუ მეჩქარება QR კოდების დაბეჭდვა და განთავსება ღვინის ეტიკეტებზე?
თუ აღმოჩნდით მსგავს სიტუაციაში, შეგიძლიათ დაიწყოთ QR კოდების შექმნა, ჩაიწერეთ, დაბეჭდეთ და განათავსეთ ღვინოზე. შემდეგ შეგიძლიათ ზემოთ ხსენებული 1-ი და 2-ე ნაბიჯების შესრულება. დარწმუნდით, რომ თქვენი ციფრული ეტიკეტების პროგრამა ნამდვილად გაძლევთ საშუალებას, დაბეჭდოთ QR კოდები და შემდეგ შექმენით ციფრული ეტიკეტები.
კანონთან შესაბამისობისთვის, საჭიროა ოთხივე ეტაპის შესრულება, მიუხედავად მათი თანმიმდევრობისა. ახლა უფრო დეტალურად განვიხილავთ თითოეულ ეტაპს.
გაითვალისწინეთ, რომ ეს სტატია არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. ასევე, მზადდება კანონის ახალი ცვლილებებიც, ამიტომ შესაძლოა, აქ მოცემული რჩევები შეიცვალოს დროთა განმავლობაში.
პირველი ეტაპი: პროდუქტის მონაცემების ორგანიზება
ამ ეტაპზე საჭიროა ყველა იმ მონაცემის ორგანიზება, რომელიც შეყვანილი იქნება ციფრული ეტიკეტის პროგრამაში. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ მონაცემების ბაზა ან ელექტრონული ცხრილი. წარმოგიდგენთ როგორც რეკომენდებულ, ისე საჭირო ინფორმაციას, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოსახული ღვინის ციფრულ ეტიკეტებზე:
პროდუქტის ინფორმაცია
ღვინის ტიპი
წარმოების ქვეყანა
გეოგრაფიული ინდიკატორები
რთველის წელი
ალკოჰოლი მოცულობით, პროცენტულად (ABV)
ნეტო მოცულობა მილიმეტრებში
ღვინის სიტკბო
რთველთან ასოცირებული ვაზის ტიპი
პროდუქტის აღწერა
ვარგისიანობის ვადა
პორციების ზომები
კანონის თანახმად, ნუტრიციული და ენერგეტიკული ინფორმაცია გამოსახული უნდა იყოს პროდუქტის 100 მლ-იანი პორციის გათვალისწინებით. ამასთან ერთად შეგიძლიათ გამოსახოთ სხვა პორციაც, მაგალითად, წითელი, თეთრი და როზე ღვინოების პოპულარული ბრენდები იყენებენ 125, 175 და 250 მლ პორციებს. ევროპაში, ბარები სტანდარტულად იყენებენ 125 მლ-ს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანა თავისი სპეციფიკით ხასიათდება. გარდა კანონით გათვალისწინებული 100 მლ-იანი პორციისა, გირჩევდით კარგად გამოიკვლიოთ ეს საკითხი და გამოსახოთ მომხმარებლის კომფორტზე გათვლილი პორციაც.
ვარგისიანობის ვადა
ნებისმიერ დეალკოჰოლიზებულ ღვინოზე, რომლის ალკოჰოლური შემადგენლობა 10%-ზე ნაკლებია, გაოსახული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა. ეს აღწერილია ევროკავშირის რეგულაციაში 2021/2117.
დანამატები დალაგებული უნდა იყოს კატეგორიების მიხედვით. თუკი თქვენ რეგულარულად ცვლით დანამატებს მარაგების მიხედვით, მაინც უნდა შეიყვანოთ ეს დანამატები სიაში, რომც არ შედიოდეს მოცემულ პროდუქტში.
ნუტრიციული მონაცემები
უნდა გამოვსახოთ შემდეგი ნუტრიციული მონაცემები ღვინოსთან დაკავშირებით:
ენერგია (გამოთვლა შესაძლებელია ციფრული ეტიკეტირების პროგრამით);
ცხიმები;
ნახშირწყლები;
ცილები;
მარილი.
ენერგეტიკული ღირებულების გამოთვლა შესაძლებელია როგორც ციფრული ეტიკეტირების პროგრამით, ისე პირდაპირ თქვენს მიერ. ამ საკითხს უფრო დეტალურად განვიხილავთ შემდეგ ნაწილში.
ალერგენები და მავნე კომპონენტები
პროდუქტში შემავალი ყველა ალერგენი და მავნე პროდუქტი გამოსახული უნდა იყოს როგორც ფიზიკურ ეტიკეტზე, ისე ციფრულ ეტიკეტზეც. გაიგეთ მეტი ამ საკითხის შესახებ: 1169/2011 რეგულაციის 21-ე მუხლის (1)(ბ)
ხშირი კითხვები ენერგიასთან, ინგრედიენტებთან და დანამატებთან დაკავშირებით
როგორ უნდა გამოვთვალოთ ენერგია?
რეგულაციის თანახმად, არსებობს ენერგიის გამოთვლის ორი მისაღები წესი:
პირველი წესი: კალკულატორი ფორმულით, კონვერტაციის ფაქტორებით შაქარზე, ალკოჰოლზე და სხვა პარამეტრებზე დაყრდნობით.
მეორე წესი: ზოგადი ენერგეტიკული ღირებულებების გამოყენება ღვინის სახეობის მიხედვით (წითელი მშრალი და ა.შ). კანონში მოცემულია ამის ცხრილიც.
რა არის ინგრედიენტის განმარტება? ინგრედიენტი არის „ნებისმიერი ნივთიერება ან პროდუქტი, მათ შორის დანამატები, ენზიმები და არომატები, ასევე ნებისმიერი კომპლექსური ინგრედიენტის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გამოიყენება საკვების წარმოებაში ან მომზადებაში და შედის საბოლოო პროდუქტში, რომც იყოს შეცვლილი ფორმის სახით; ნარჩენები არ ჩაითვლება ინგრედიენტებად“ (1169/2011 რეგულაციის მე-2 მუხლი)
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩემი მომწოდებელი მაწვდის ახლად დამზადებულ ღვინოს ან წინასწარ შედგენილ ინგრედიენტებს, რომლებსაც ჩვენი ბრენდი ამატებს ჩვენს ღვინოში? ღვინის მეწარმეები კონტრაქტულად ავალდებულებენ მათი ღვინის ან ინგრედიენტების მომწოდებლებს, მიაწოდონ ინგრედიენტებისა და დანამატების შესახებ მონაცემებიც, რაც შედის მათ მიწერ მიწოდებულ პროდუქტში. შემდეგ ისინი აერთიანებენ ამ მონაცემებს საკუთარ ინგრედიენტებთან და დანამატებთან და ქმნიან ინგრედიენტებისა და დანამატების საბოლოო სიას თითოეული სამარაგო ერთეულისთვის.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთს ვურევთ ძველ ღვინოებს/ვინტაჟებს უცნობი ინგრედიენტებით (მაგ. შამპანურის სახლებიდან) არა-ვინტაჟურ პროდუქტებთან, რომლებიც წარმოადგენენ ძველი და ახალი ვინტაჟების მინარევს? ახლაც მუშავდება კანონი ამასთან დაკავშირებით, თუმცა, სავარაუდოა, რომ საბოლოო კანონი დაიწერება ისე, რომ ვინტაჟების შერევით მიღებულ ღვინოზე უბრალოდ გამოსახული უნდა იყოს ერთი საბოლოო, ამომწურავი სია, რომელიც შეიცავს ყველა ინგრედიენტსა და დანამატს.
დანამატები და დამუშავების აგენტები
სამარაგო ერთეულებისთვის დანამატების სიების შედგენისას გაითვალისწინეთ, რომ ისინი ჩამოთვლილი უნდა იყოს კატეგორიების მიხედვით: კატეგორია (ინრედიენტი 1, ინგრედიენტი 2…). ერთ-ერთი კანონის მონახაზის მიხედვით, რომელსაც სავარაუდოდ ძალიან მალე მიიღებენ, ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს მჟავიანობის რეგულატორებისა და მასტაბილიზებელი აგენტების ამომწურავი სიაც, რომლებიც სავარაუდოდ წარმოდგენილი იქნება პროდუქტშიც. თუ დამუშავების აგენტი არ იწვევს ალერგიას ან არაა მავნე პროდუქტი, არაა საჭირო მისი დეკლარაცია (1169/2011 რეგულაციის მე-20(ბ) მუხლი), მაგალითად – საფუარი და ბაქტერია.
როგორ მოვიქცეთ მაშინ, თუ სვადასხვა დანამატებს ვიყენებთ ყოველ მარაგში? კანონის თანახმად, შეგიძლიათ უბრალოდ დაწეროთ: „შესაძლოა შეიცავდეს“ და დაამატოთ დანამატების ამომწურავი სია, რომლებიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს პროდუქტში.
საჭიროა თუ არა ციფრული ეტიკეტების თარგმნა ყველა ევროპულ ენაზე?
კანონის თანახმად, ციფრული ეტიკეტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს იმ ენებზე, რა ქვეყნის ბაზარზეც იყიდება პროდუქტი. ასევე, ევროკავშირის წევრებს ეძლევათ უფლება, დააკონკრეტონ თუ რა ენებზე უნდა იყოს წარმოდგენილი ეს ციფრული ეტიკეტები, თუმცა, ეს ნაბიჯი ჯერ არც ერთს არ გადაუდგამს.
ამის გათვალისწინებით, კომპანიები ქმნიან მათი ციფრული ეტიკეტების გადათარგმნილ ვერსიების ევროკავშირის 24-ვე ენაზე. ხოლო მომხმარებლის ეკრანზე გამოსახული ენა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მოხდა QR კოდის სკანირება ან მის მიერ გამოყენებული სისტემის ენაზე.
იმის და მიხედვით, თუ როგორ მიუდგებით ამ პროცესს, ამ ეტაპზე შესაძლოა საჭირო გახდეს პროდუქტის მონაცემებისა და ინგრედიენტების თარგმანების ორგანიზება. ავტომატური თარგმანები და თარგმანების მენეჯმენტი ხელს გვიწყობს იმ კუთხით, რომ ამ ეტაპზე ეს არაა იმდენად სანერვიულო საკითხი და შემდგომში შევძლებთ თარგმანების რედაქციას/გაუმჯობესებას.
ყველა პროდუქტის მონაცემის შეგროვების შემდეგ, შეგიძლიათ გადახვიდეთ მეორე ეტაპზე.
მეორე ეტაპი: ღვინის მონაცემების შეყვანა პროგრამაში; თარგმანების რედაქცია
გვაქვს სამი შესაძლო მიდგომა:
ხელით შეყვანა: კოპირებისა და ჩასმის გამოყენებით შეიყვანეთ პირველ ეტაპზე აღწერილი მონაცემები ეტიკეტირების პროგრამაში. ეს მოსახერხებელია მაშინ, თუ გვაქვს მხოლოდ რამდენიმე სამარაგო ერთეული.
ერთიანად ატვირთვა: საუბარია დოკუმენტის, მაგ CSV-ს პირდაპირ ატვირთვაზე ეტიკეტირების პროგრამაში. ეს უმჯობესია, თუ გაქვთ რამდენიმე ათეული ან ასეული სამარაგო ერთეული. ამით ასევე თავიდან ავირიდებთ შეცდომებს მონაცემების შეყვანისას, რაც ხელს შეუშლის კანონთან შესაბამისობას. ეტიკეტირების პროგრამას უნდა ჰქონდეს ამის საშუალება.
ინტეგრაცია API-ს მხარდაჭერით: ეს უმჯობესია,თუ გაქვთ რამდენიმე ათეული ან ასეული სამარაგო ერთეული. ერთიანად ატვირთვის მსგავსია. ეტიკეტირების პროგრამას უნდა ჰქონდეს ამის საშუალება.
თქვენი მიდგომის მიხედვით, ამ ეტაპზე შესაძლოა საჭირო გახდეს ინგრედიენტებისა და პროდუქტიის ინფორმაციის გადათარგმნილი ვერსიების შეყვანაც. უკვე არსებობს დადასტურებული თარგმანები ხშირად გამოყენებული ტერმინებისთვის, აუტო-თარგმანი და თარგმნის მენეჯმენტი, ანუ ამ ეტაპზე საჭიროა, რომ უბრალოდ გადავხედოთ თარგმანებს და შევცვალოთ საჭიროებისამებრ.
მესამე ეტაპი – QR კოდების ჩამოწერა
თითოეულ პროდუქტს (სამარაგო ერთეულს) უნდა ჰქონდეს საკუთარი ციფრული ეტიკეტი და საკუთარი QR კოდი. ესეიგი, თუ თქვენ ბრენდს აქვს 10 ღვინო 10 ციფრული ეტიკეტით, უნდა გქონდეთ 10 QR კოდიც. ეს წესი არ გეხებათ, თუ იყენებთ სერიალიზებულ, უნიკალურ QR კოდებს, მაგალითად, მიწოდების ჯაჭვზე დაკვირვების მიზნით, რაზეც ამ სტატიაში არ ვისაუბრებთ, რადგან ჯერ-ჯერობით ხშირად არ გვხვდება ღვინის ინდუსტრიაში.
ციფრული ეტიკეტების შექმნის შემდეგ, უნდა შექმნათ და ჩაიწეროთ მათი შესაბამისი QR კოდები.
ეს QR კოდები უნდა ჩაიწეროთ ისეთ ფორმატში, რომ თქვენმა პრინტერმა შეძლოს მათი დაბეჭდვა ან მარტივად ინტეგრირებადი იყოს დაბეჭდვის პროცესში.
Scantrust ეტიკეტირების პროგრამის სურათი, ნაჩვენებია QR კოდის ჩაწერის შესაძლებლობა
მეოთხე ეტაპი – ეტიკეტების დიზაინი და დაბეჭდვა
ამ ეტაპზე შეგიძლიათ QR კოდების დიზაინების შექმნა ეტიკეტებზე. გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები.
თუ თქვენს ქარხანას ეჩქარება ეტიკეტების დაბეჭდვა, შეგიძლიათ დაიწყოთ QR კოდების შექმნით, მათი ჩაწერით და ეტიკეტების დიზაინში ინტეგრირებით. თუ გაქვთ კონტროლი და წვდომა ამ QR კოდებზე პროგრამულად, შემდგომში მარტივად შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ზემოთ ხსენებულ ეტაპებს.
სად უნდა იყოს განთავსებული QR კოდი?
ღვინის მეწარმეების უმეტესობა ათავსებს QR კოდს უკანა ეტიკეტზე, რათა მინიმალური ზიანი მიაყოს ბრენდირებას.
რა უნდა იყოს დაწერილი QR კოდში?
რეგულაციებში არაა აღწერილი ვალდებულება, რომ QR კოდზე ან მის ირგლივ გამოსახული უნდა იყოს რაიმე ტექსტი. ჩვენ გვსმენია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის რეგულატორული ორგანო აპირებს რეკომენდაციების გამოქვეყნებას ამასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე არ გვაქვს ოფიციალური პოზიცია.
ზოგიერთი კომპანია იყენებს სიმბოლოს – “i” QR კოდის ცენტრში, რაც „მეტი ინფორმაციის მიღებას“ ნიშნავს. ეს ხელს არ უშლის სკანირების შესაძლებლობას. ზოგიერთი აწერს “scan for info” ან “scan for more info” („დაასკანირეთ მეტი ინფორმაციის მისაღებად“) QR კოდის გვერდით. ეს ნათელყოფს QR კოდის დანიშნულებას.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება მოხდეს QR კოდის სკანირება ევროკავშირის გარეთაც. გეო-ლოკაციის პარამეტრებისა და ტრიგერების გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა მონაცემების ჩვენება, მაგ. პროდუქტის ან ღვინის მეწარმის ბრენდირება, ავთენთიკურობა და ა.შ.
თუ გადაწყვეტთ რაიმე ‘ინსტრუქციის’ დაწერას QR კოდის მახლობლად, დარწმუნდით, რომ ნებისმიერი რეგიონის მომხარებელი შეძლებს მის აღქმას და გააზრებას.
ღვინის მეწარმეების მიერ 2023 წლიდან QR კოდების გამოყენების მაგალითი
რა ზომის უნდა იყოს QR კოდი ეტიკეტზე?
გირჩევთ მინიმალურ ზომას – 13 მმ x 13 მმ, ხოლო მაქსიმალურ ზომას – 16 მმ x 16 მმ QR კოდისთვის, რაც არ ითვალისწინებს ‘ჩუმ’ ზონას (იხილეთ ქვემოთ). რაც უფრო პატარაა QR კოდი (მაგ. 6 მმ x 6 მმ), მით უფრო ახლოს მოუწევს მომხმარებელს კამერის მიყვანა, რათა დაასკანიროს QR კოდი. რაც უფრო დიდია, მით უფრო შორიდან შეიძლება სკანირება. გირჩევთ, გაითვალისწინოთ ზემოთ მოცემული სპექტრი, რათა მომხმარებელს პრობლემა არ შეექმნას სკანირებისას.
ყველა QR კოდს უნდა ჰქონდეს ე.წ „ჩუმი“ ზონა – თეთრი მონაკვეთი QR კოდის ირგვლივ. მისი რეკომენდირებული ზომა არის QR კოდის ინდივიდუალური უჯრების ზომის გაოთხმაგება. 10 მმ ზომის QR კოდის შემთხვევაში, ეს 1.5 მმ იქნება.
გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ეტიკეტების დიზაინერთან ან მბეჭდავთან და დარწმუნდით, რომ ეტიკეტირების პროგრამიდან ჩამოწერილი QR კოდის დაბეჭდვა შესაძლებელია 300 dpi-ზე ან უფრო მაღლა, ეტიკეტის სასურველი ზომის მიხედვით.
რა ფერის უნდა იყოს QR კოდი?
ჩვენ გირჩევდით შავი QR კოდის შექმნას თეთრ ფონზე. სხვა მუქი ფერების გამოყენებაც შეიძლება, თუმცა აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ ეს კოდები QR კოდების წამკითხველი აპლიკაციით. პირიქითაც შეიძლება – თეთრი კოდი შავ ფონზე, თუმცა ამასაც სჭირდება გადამოწმება.
მაღალი კონტრასტი QR კოდსა და უკანა ფონს შორის.
რა ფორმის შეიძლება იყოს QR კოდი?
QR კოდის ბეჭდვა დაშვებულია მხოლოდ კვადრატის სახით. თუმცა, შესაძლებელია გარკვეული კრეატიული მიდგომის არჩევაც – მაგ. კვადრატული QR კოდის ჩასმა სხვა გეომეტრიულ ფიგურაში, როგორიცაა რომბი. გაითვალისწინეთ ე.წ „ჩუმი“ ზონის არსებობაც.
რა გარჩევადობის უნდა იყოს QR კოდი?
გირჩევდით 300 dpi-ს ან უფრო მეტს, პრობლემა რომ არ შეექმნას მომხმარებელს.
სულ ესაა! თქვენ შეასრულეთ ოთხივე ნაბიჭი და შეგიძლიათ QR კოდის შემცველი ეტიკეტების განთავსება ღვინოზე, რაც მას მოიყვანს შესაბამისობაში ევროკავშირის კანონებთან.
ციფრული ეტიკეტირების პროექტის სხვა საკითხები
დაშვებულია თუ არა ციფრული ეტიკეტების სხვა მომწოდებელზე გადასვლა, თუ კი ამ მომწოდებლის ეტიკეტები უკვე დაიბეჭდა ღვინოზე? რამდენად უნდა ვიყოთ ‘მიჯაჭვული’ ერთ მომწოდებელზე?
ეს დამოკიდებულია თქვენს მიდგომაზე.
არსებობს სამი გამოსავლი:
სტატიკური QR კოდების გამოყენება, რომელთა შემდგომი შეცვლა მარტივი არ არის (ამას არ გირჩევდით)
დინამიკური QR კოდის გამოყენება, რომელსაც აქვს ‘გადაყვანის’ (redirect) საშუალება
თქვენი დომენის გამოყენება QR კოდებისთვის, რომელსაც აქვს დინამიკური ‘გადაყვანის’ საშუალება
მოდით, განვიხილოთ მაგალითი – გვაქვს ციფრული ეტიკეტების ორი მომწოდებელი – მომწოდებელი A და მომწოდებელი B. თქვენ იწყებთ A მომწოდებელთან თანამშრომლობას, ქმნით QR კოდებს მათი დახმარებით და ბეჭდავთ მათ თქვენს ღვინოზე. ერთი წლის შემდეგ, თქვენ მათი სერვისით არ ხართ კმაყოფილნი ან რაღაც პრობლემა შეიქმნა და იწყებთ მუშაობას B მწარმოებელთან.
ახალი ღვინის შემთხვევაში, შეგიძლიათ უბრალოდ გამოიყენოთ B მომწოდებლის QR კოდები და ციფრული ეტიკეტები.
თუმცა, ისეთი ღვინის შემთხვევაში, რომელსაც უკვე აქვს A მომწოდებლის QR კოდების შემცველი ეტიკეტები, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი გადავა A მომწოდებლის საიტზე მათი სკანირებისას, რადგან ამ კოდზე მათი საიტის ლინკი იქნება მიჯაჭვული. ეს არ არის კარგი ვარიანტი.
პირველი არჩევანი – სტატიკური QR კოდი
ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთ URL-ს იყენებთ QR კოდში, რომელსაც არ შეუძლია ახალ URL-ზე გადაყვანა. იმისდა მიხედვით, თუ ვინ აკონტროლებს QR კოდის URL-თან დაკავშირებულ დომენსა და სერვერს, შესაძლოა შეუძლებელი გახდეს URL-ის ცვლილება. ესეიგი, სრულიად მიჯაჭვულები ვართ ამ URL-ზე. სწორედ ამიტომ არაა რეკომენდირებული სტატიკური QR კოდები.
მეორე არჩევანი – URL გადაყვანა
თუ მომწოდებელი A გვთავაზობთ URL ‘გადაყვანას’ მათთან თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ, მათი QR კოდების სკანირებისას ჯერ გაიხსნება A მომწოდებლის ვებგვერდი, შემდეგ კი ბრაუზერი გადაიყვანს მომხმარებელს B მომწოდებლის სერვერზე არსებულ ციფრულ ეტიკეტზე.
ზოგიერთი კომპანია ამბობს (მათ შორის ასოციაციებთან დაკავშირებულებიც) რომ შემოგთავაზებთ URL გადაყვანას მათთან თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაში. თუმცა, ამ შემთხვევაში უბრალოდ უნდა ენდოთ მათ – რომ ისინი უზრუნველყოფენ ამ ტექნიკურ სერვისს (რომელიც ზოგჯერ ფასიანიცაა) და სტაბილურად უზრუნველყოფენ მას, სანამ თქვენი ღვინო გაყიდვაშია ბაზარზე.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ავირჩიოთ სანდო კომპანია, რომელსაც უკვე ჰყავს კლიენტები და რომელიც გააგრძელებს თქვენთან თანამშრომლობას, სანამ თქვენი ღვინო ჯერ გაყიდვაშია.
მესამე არჩევანი – საკუთარი დომენების გამოყენება QR კოდებში
ამას გარკვეული წინასწარი მომზადება სჭირდება. ასეთ შემთხვევაში, თქვენი ციფრული ეტიკეტების მომწოდებელი იყენებს თქვენი დომენის სახელს. ამ დროს, თუკი თქვენ გადაწყვეტთ მათთან თანამშრომლობის შეწყვეტას, მათზე არანაირად არ იქნებით მიჯაჭვულნი – თქვენ აკონტროლებთ იმ საიტს, რომელიც დაკავშირებულია QR კოდთან.
თუ თქვენ არ გსურთ, რაიმე პრობლემები შეგექმნათ მომწოდებელთან ‘მიჯაჭვულობის’ მხრივ ან წარმოადგენთ დიდ, გლობალურ ბრენდს, რომელსაც სპეციფიკური მოთხოვნები აქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მაშინ სწორედ ამ მიდგომას გირჩევდით. თავიდანვე გაესაუბრეთ თქვენი ელექტრონული ეტიკეტების მომწოდებელთან ამ საკითხთან დაკავშირებით – რა იქნება საჭირო იმისთვის, რომ საკუთარი დომენი გამოიყენოთ QR კოდებში შემავალი URL-ებისთვის.
დაშვებულია QR კოდის გამოყენება სხვადასხვა მიზნებისთვის ციფრული ეტიკეტირების პარალელურად?
ციფრულ ეტიკეტში დაშვებულია თქვენი საიტის ლინკის არსებობა, მაგრამ არ უნდა შედიოდეს ისეთი ვებგვერდის ლინკი, რომელიც შეიცავს მარკეტინგულ ინფორმაციას, მაგალითად:
ონლაინ მაღაზიები
პროდუქტების აქციები
ღონისძიების მოწვევები
საინფორმაციო შეტყობინებები
ლოიალობის პროგრამები, ა.შ
ჯერ-ჯერობით არ გვაქვს ‘მარკეტინგული ინფორმაციის’ ზუსტი დეფინიცია.
ზოგადად, რა შესაძლებლობებს ითხოვენ ღვინის გლობალური ბრენდები ციფრული ეტიკეტებისგან, რათა დაექვემდებარონ რეგულაციებს?
წარმოგიდგენთ იმ ტექნიკურ შესაძლებლობებს, რასაც ზოგადად ითხოვენ ღვინის ბრენდები:
სამარაგო ერთეულების ან API-ების შესახებ ინფორმაციის ფართო ატვირთვა – ამით ზოგავენ დროს და თავიდან ირიდებენ ტექსტის დაბეჭდვის შეცდომებს, რაც ხელს შეუშლის რეგულაციებთან შესაბამისობას.
ავტომატური თარგმნა და თარგმანის მენეჯმენტი – ანალოგიურად, ვზოგავთ დროს და ვუზრუნველყოფთ შესაბამისობას.
მოსალოდნელ სამომავლო რეგულაციებთან დაქვემდებარების საშუალება – სავარაუდოა, რომ ქვეყნები მათთვის კონკრეტულ კანონებს დაადგენენ ნარჩენების ეტიკეტირებასთან დაკავშირებით. მგავსი კანონები დადგინდა საფრანგეთსა და იტალიაში, იგეგმება ღვინის და სპირტების ეტიკეტირების ახალი წესების დადგენა ა.შ.შ-ში. მსგავსი მიდგომით, თქვენ მარტივად შეძლებთ ახალი QR კოდების ინტეგრაცია ახალი კანონებისა და რეგულაციების დადგენის შემთხვევაში.
ჭკვიანი URL სკანირება ევროკავშირის გარეთ – იძლევა გამოსადეგ ინფორმაციას ევროკავშირის გარეთ სკანირების შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელს არ სჭირდება ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისი ციფრული ეტიკეტი.
GS1 შესაბამისობა – უზრუნველყოფს QR კოდის შესაბამისობას ამ ახალ სტანდარტთან. QR კოდები ანაცვლებენ სტანდარტულ ბარკოდებს.
უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის გარანტიები / SLA
გლობალური, მრავალენოვანი მხარდაჭერის გუნდი, ინსტრუქტაჟები და დამხმარე მასალები
გსურთ, გაიგოთ მეტი?
Scantrust გთავაზობთ ჩვენს ტექნოლოგიასა და ექსპერტიზას, რომელიც სრულიად აღმოფხვრის ევროკავშირის ღვინის ეტიკეტირების რეგულაციებთან დაქვემდებარების პრობლემას. გაიგეთ მეტი ჩვენი ციფრული ეტიკეტირების პროგრამის შესახებ, დარეგისტრირდით და გამოიყენეთ ჩვენი უფასო პროგრამა ან დაგვიკავშირდით და გაიგეთ, თუ რას ვთავაზობთ კომპანიებს. ჩვენ ასევე გთავაზობთ საინფორმაციო სესიებს ევროკავშირის ღვინის ეტიკეტირების კანონებთან დაკავშირებით. შეგიძლიათ იხილოთ 2023 წლის 4 მაისის ჩანაწერი აქ: